ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
For information only — not legal advice.
ამ კანონის მიზნებისთვის საზედამხედველო ორგანოები არიან : ა ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური − ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . დ “ და „ ბ . ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის ; ბ ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისთვის ; გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; [ გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] დ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . გ “ და „ გ . ა “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის ; ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა . კ “, „ ბ . ბ “, „ ბ . ვ “ და „ გ . ბ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის ; ვ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა . ბ “, „ ა . გ “ და „ ა . ი “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის . საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6812 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2617 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3718 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1460 – ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი II ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა
Closest in meaning — including in other laws
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ