1.ფასთა კოტირების მეთოდით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის წესით განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 და მე-6 მუხლებით და ამ დებულებით.
2.,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად ფასთა კოტირება, როგორც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გამარტივებული მეთოდი, დასაშვებია საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება ამატება 10000 ლარს და ნაკლებია 25000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას აღემატება 50000 ლარს ნაკლებია 120000 ლარზე.
3.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს ფასთა კოტირების მეთოდით საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში ამ დებულების №2 დანართის ფორმით.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს.
5.შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
6.მოწვეულმა პირებმა თავისი გადაწყვეტილება დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უგვიანეს 5 დღისა უნდა აცნობონ შემსყიდველ ორგანიზაციას, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, წარუდგინონ მას განაცხადი, რომელიც შეიცავს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადება მონაწილეობაზე; ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.
7.მონაწილეების მიერ წარმოდგენილი განაცხადები უნდა იყოს ხელმოწერილი მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ.
8.მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შეფასებულ უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
9.მოწვეულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
10.გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა კოტირების დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.
11.შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება არა უგვიანეს 5 დღისა გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან.





