1.,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის თანახმად ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 50000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა. ექსკლუზიურ უფლებად საქონლის მიწოდებაზე, სამუშაოს შესრულებაზე, მომსახურების გაწევაზე არ განიხილება შემთხვევა, როცა არსებობენ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ ჩანაცვლებადი საქონლის მიწოდება, სამუშაოების შესრულება, მომსახურების გაწევა. გ) არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. ასეთ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფორს-მაჟორული სიტუაციით ან გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადების შესაბამის ოდენობას. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხზე შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ღებულობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოებთან შეთანხმებით; დ) მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე, თუ მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.
2.ერთ პირთან მოლაპარაკების შესყიდვის განხორციელების შესახებ აწარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3.იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება აღემატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსთხოვოს მოლაპარაკებაში მონაწილე პირს მისი საკვალიფიკაციო მონაცემების დადასტურება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა და ფორს-მაჟორული სიტუაციების გარდა), ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შესახებ გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“ 30 დღის ვადაში. თავი IV სახელმწიფო შესყიდვებთან დისკვალიფიკაცია



