Article 35. ანგარიშგება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის შესახებ
Consolidation №13 Verified against the current consolidation · 22 May 2012
ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
