არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 5. აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე
1. ( ამოღებულია ).
2. თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომლის რიგითი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერს. საქმეს ასევე უნდა გააჩნდეს კოდი, რომელიც წარმოადგენს პრობაციის ოფიცრის წარმოებაში არსებული საქმის რიგითობის მაჩვენებელს, რომლის უზრუნველსაყოფად პრობაციის ოფიცერი აწარმოებს სათანადო ჟურნალს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
3. სააღსრულებო საქმეში შეიტანება: ა) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; ბ) მსჯავრდებულის შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი; გ) პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ოქმები; დ) სასამართლოში გაგზავნილი შეტყობინებების ასლები; ე) მოხსენებითი ბარათი, პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის შესახებ; ვ) პრობაციის ბიუროს უფროსის სასამართლოსათვის წარდგინების ასლი; ზ) სააღსრულებო წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტები; თ) სამართლებრივი აქტით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობები და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით პრობაციის ოფიცრის მიერ დაწესებული მოთხოვნები. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82
