Article 85. საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა
1. საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და მათი არასწორი მონაცემებით წარდგენა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: დამოუკიდებელი კანდიდატისა − 1 000 ლარის ოდენობით, პოლიტიკური პარტიისა − 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ კანონის 54-ე მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
