პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Article 55^2. გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 40 3 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს და ამ კანონის 40 3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში; გ) ამ კანონის 40 3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილმა ვადებმა შეინარჩუნოს მოქმედება და ისინი ხელახალი კონკურსის გამოცხადების მომენტიდან აითვალოს.
2. თუ საქართველოს პარლამენტი მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 40 3 მუხლის შესაბამისად წარდგენილ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტამდე აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს 2022 წლის 1 მარტიდან. თუ საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტის შემდეგ აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს მისი არჩევის მომდევნო დღიდან.
