1.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი თავისუფლდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან იმ გამაფრთხილებელ ნიშნებთან მიმართებით, რომლებიც მან 2024 წლის 1 მარტამდე განათავსა.
3.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან იმ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისთვის და შეიქმნა 2024 წლის 1 მარტამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2024 წლის 1 მარტის შემდეგ ეს პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განახლდა და იმავე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ მოითხოვს გაუმართლებელი ხარჯების გაწევას.
4.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა 2024 წლის 1 მარტამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი. ეს ნორმატიული აქტი გამოიცემა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით; ბ) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის შესახებ; გ) იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ/დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი.
These lawyers work in the legal area related to this article.