საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ამ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს, ასეთ ნაწარმოებთა ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება. დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გაზეთის, ჟურნალის ან პერიოდული გამოცემის გამომცემლის ან ასეთი ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა ავტორები ინარჩუნებენ თავიანთი ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2388 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ. 223
These lawyers work in the legal area related to this article.