საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 13. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის უფლებები
Consolidation №18 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
1. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე.
2. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.
3. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, გადაამუშაონ იგივე ნაწარმოები.
