საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.„საქპატენტისთვის“ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში „საქპატენტი“ ატარებს კონკურსს. კონკურსში გამარჯვებული სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს.
2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის კომისია ამ კანონით დადგენილი წესით.
3.იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვისთვის მინიჭებული არ არის აკრედიტაცია, ავტორების ან/და სხვა უფლების მფლობელების წერილობითი განაცხადის საფუძველზე „საქპატენტი“ ვალდებულია გამოაცხადოს აკრედიტაციის კონკურსი ამ განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.
4.აკრედიტაციის კომისია იქმნება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
5.აკრედიტაციის კომისიის შემადგენლობაში შედიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე (აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
6.აკრედიტ აციის კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარეების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმის გადასაწყვეტად განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ხმის მიცემის უფლებით ან ამ უფლების გარეშე.
7.აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში აკრედიტაციის კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებთან. აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი ამ კანონით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებს.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აკრედიტაციის კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
9.აკრედიტაციის კომისიას ჰყავს სამდივნო, რომლის შემადგენლობას „საქპატენტის“ თანამშრომლებისგან განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარე.
10.აკრედიტაციის კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს აკრედიტაციის კომისიის სამდივნო. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3878 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №106 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები; ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს; გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს; ვ) შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით; ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან ფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. 3. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. 4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლის მიერ ამ ობიექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო ქონებრივ პრეტენზიაზე, უფლების მფლობელთა მხრიდან პასუხისმგებელია აღნიშნული ორგანიზაცია, რომელმაც გასცა გამოყენების ნებართვა მოსარგებლეზე. 5. თუ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაუდგენელი მფლობელების ნაწარმოებების ან დაცვის სხვა ობიექტების გამოყენებიდან გასულია 3 წელი და ისინი არ გამოითხოვენ კუთვნილ საავტორო ჰონორარს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს გადაანაწილოს დაგროვილი თანხა სხვა ავტორებზე პროპორციულად, ან გადაიტანოს ეს თანხა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა შექმნილ ფონდებში. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისისივნისი ს კანონი №1585№ 1585 - სსმ I, №31,№ 31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
These lawyers work in the legal area related to this article.