საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან თანაარსებობას, აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
