საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 347. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №992 – ვებგვერდი, 16.10.2025წ.
