პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 91. შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; გ) ინსპექტირების სერტიფიკატი, ანგარიში ან ოქმი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ადასტურებს ან არ ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
