პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 92. საზღვარგარეთ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი
1. პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში დადგენილი წესით გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულად ითვლება დამატებითი პროცედურების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანით. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
