ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
Article 10^9. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის დასკვნის ეგზემპლარის ან პენეტრაციის ტესტის დასკვნის ეგზემპლარის წარუდგენლობა
1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის დასკვნის ეგზემპლარის ან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პენეტრაციის ტესტის დასკვნის ეგზემპლარის წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
