1.დაუშვებელია საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.
2.საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის , ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების და საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.
3.საფონდო ბირჟისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება მისი რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის საფუძველია.
4.საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.
5.საფონდო ბირჟის ლიკვიდატორს ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.




