სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე იმ სისტემის ოპერატორს, რომლის მონაწილენიც არიან, შეატყობინონ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების, საქმიანობის დროებით შეჩერების და სხვა ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირთა მიერ სისტემის ოპერირებაზე ან საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. მუხლი 48 1 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია 1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისას (გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც მხოლოდ ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან/და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას/მომსახურებებს ახორციელებს, და ამ კანონის 48 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირებმა ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება. 4 1 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული ის საგადახდო ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში.
5.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.
6.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. მუხლი 48 2 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ ბანკად, მიკრობანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა 1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის.
2.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უწყვეტად ახორციელებს საგადახდო მომსახურებას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
3.საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
4.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.





