1.დაცვითი მომსახურების გეგმა არის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც ობიექტის დაცვის ხელშეკრულების გაფორმებამდე დგება დამკვეთთან შეთანხმებით. დაცვითი მომსახურების გეგმაში შეიძლება აისახოს: ა) საყარაულო საგუშაგოების რაოდენობა და მათი განთავსების ადგილი; ბ) მცველების რაოდენობა; გ) დაცვითი აღჭურვილობა; დ) დაცვის ტექნიკური საშუალებები; ე) მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების ღონისძიებები; ვ) საგუშაგო ინსტრუქციები.
2.დაცვითი საქმიანობის გეგმა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
3.დაცვითი მომსახურების გეგმის გახმაურებისთვის მცველის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განისაზღვროს დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.






