დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 11^20. დისციპლინური სახდელები
1. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; ე) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ვ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.
