დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება
1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 1 1 . იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს შეზღუდული ჰქონდა იარაღთან დაკავშირებული უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.
3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.
