ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 123. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
1. სახელმწიფო მუნიციპალიტეტს სარგებლობაში გადასცემს იმ ქონებას, რომელიც საჭიროა მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სარგებლობის უფლებით გადასაცემი შესაბამისი ქონების განსაზღვრა და სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება ამ კანონისა და დელეგირებული უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების თანახმად.
2. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.
3. მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული ქონებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით.
