1.სახელმწიფო ქონების მართვას , განკარგვას , მათ შორის , პრივატიზებას ( გარდა ამ მუხლის მე -13 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული , სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილებისა , აგრეთვე ამ მუხლის მე -2 პუნქტით და „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო , ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას , განკარგვას , მათ შორის , პრივატიზებას , და სარგებლობის უფლებით გადაცემას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო .
2.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზებას ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც სარგებლობაში აქვთ გადაცემული ან/და რომელთა ბალანსზედაც ირიცხება მოძრავი ნივთი. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი , კონკურსისა და აუქციონის ხარჯების გამოკლებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში .
4.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან / და არაკომერციულ იურიდიულ პირებს სახელმწიფო ქონების ბაზაზე , ხოლო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე .
5.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების შეტანის შესახებ .
6.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს საწესდებო კაპიტალში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ . 6 1 . ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ.
7.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ქონების მართვა , განკარგვა , მათ შორის , პრივატიზება , ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა . აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
8.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით .
9.საქართველოში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფოსგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე , რომელიც ფლობს და მართავს სახელმწიფო ქონებას .
10.სახელმწიფო ქონების მართვისას , პრივატიზებისას ან სხვაგვარად განკარგვისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების ( რწმუნებული პირების ) ან შუამავლების მეშვეობით .
11.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას , პრივატიზებისას , სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების ( რწმუნებული პირების ) ან შუამავლების მეშვეობით .
12.სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ( გარდა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ) ან სხვაგვარად განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო , ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას , სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო .
13.სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის ( აქციონერის ) უფლებამოსილებები , გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან / და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა , გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს , რომლის მაკონტროლებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო . საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს და ამტკიცებს სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას . საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი .
14.საწარმოთა მართვის სააგენტოს საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან . საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1409-სსმI, №13, 28.05.2002წ., მუხ.55 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2032-სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.41 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №881-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.38 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1849-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.291 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4746-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ160 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5295-სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.348 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5644-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.423 საქართველოს 2009 3 ნოემბრის კანონი №1942-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.247 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2519-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.13 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3165-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.209






