უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 20^1. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ვიზის გაცემის უფლებამოსილების მქონე უწყება ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა.
2. სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
3. საჯარო რეესტრი ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების შეწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.
