უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 63. საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
1. საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით. საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.
2. საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც, ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს. ეს წესი არ ვრცელდება ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაზე. 2 1 . ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაუწესდეს იმ უცხოელს, რომელიც, ამავე კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს.
3. საქართველოდან გაძევებული უცხოელი ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა დაკისრებული სახდელის აღსრულებამდე. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
