Article 49. ზოგადი დეკლარირება
საბაჟო ორგანოსათვის ამ კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა პირი ახორციელებს ზოგად დეკლარირებას. მუხლი 50. ზოგადი დეკლარირების ფორმები და მისი წარმდგენი პირი 1. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის.
2. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს პირი: ა) რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა საქონელი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე, ან რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანს საქონელს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღებს პასუხისმგებლობას მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე; ბ) რომლის სახელითაც მოქმედებენ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები.
3. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას ან ჩასვლამდე, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში – იმ საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან ან გათვალისწინებულია მათი გასვლა.
