Article 51. საქონლის გადმოტვირთვა
1. სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ამ მიზნისათვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში და საბაჟო ორგანოს სამუშაო დროს. სხვა ადგილებში ან/და საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის გადმოტვირთვა ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა დასაშვებია დაინტერესებული პირის მოტივირებული განცხადებითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით. საბაჟო ორგანოს თანხმობა აუცილებელი არ არის, თუ საქონელს ემუქრება პირდაპირი საფრთხე და საჭიროა საქონლის ან მისი ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვა, რის შესახებაც მაშინვე უნდა ეცნობოს საბაჟო ორგანოს.
2. საქონელზე ან/და მის გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს საქონლის მფლობელის ხარჯით საქონლის გადატანა თავის მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილზე საქონლის გადმოტვირთვის, ჩატვირთვის, გადატვირთვის, შეფუთვისა და გახსნისათვის, აგრეთვე შენობების, კონტეინერებისა და სხვა საწყობების გახსნისა და სატრანსპორტო საშუალებების ახალ ადგილზე გადასვლისათვის.
3. პირი, რომელიც ახორციელებს ზოგად დეკლარირებას, ვალდებულია უზრუნველყოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი, სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოუტვირთავი საქონლის ხელშეუხებლობა მის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. საქონლის მფლობელი, რომელსაც სურს, გადმოტვირთულ საქონელს შეუცვალოს განთავსების ადგილი ან მოათავსოს იგი საწყობში, ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ხელშეუხებლობა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
