მუხლი 13. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს სრულად აკმაყოფილებს თუ არა ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
