Article 14. არსობრივი ექსპერტიზა
1. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
2. არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
3. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე ეგზავნება დასაბუთებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1922 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
