Article 14^1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა
1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
2. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის და არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5446 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5463 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. მუხლი 14 2 . ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5446 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
