Article 19^1. უფასო სატელეფონო დახმარება
1. მსხვერპლთათვის დახმარებისა და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
2. უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების შესახებ.
3. სატელეფონო დახმარების ქსელი ფუნქციონირებს კონფიდენციალურობის დაცვით. დაუშვებელია ამ ქსელის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. მუხლი 19 2 . მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა 1. მსხვერპლთა მხარდაჭერა გულისხმობს ისეთ მომსახურებას/პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფას, მათი ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობას და რომლის მიზანია მსხვერპლთა (განსაკუთრებით − მსხვერპლ ქალთა) შესაძლებლობების გაფართოება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.
