1.რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.
2.რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის დანართით.
3.ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №490 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №851 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.






