1.რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს.
2.რეგულირების საფასური ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გადამხდელებისათვის გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან.
3.რეგულირების საფასური არადისკრიმინაციული უნდა იყოს და ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.
4.ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, რეგულირების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, ნორმატიული აქტით დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები რეგულირების საფასური. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4865 - სსმ I, №21, 18.06.2007წ., მუხ. 180 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №43451 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.270 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1590 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.






