კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს, თუ: ა) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება ან დანაშაულის გამოძიების დაწყება; ბ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და ამ მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა; გ) გადასაცემ ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის ან გამოძიების დაწყებისთვის და მისი სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს იმავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
These lawyers work in the legal area related to this article.