1.ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14 2 და 14 3 მუხლებით დადგენილი წესით.
3.სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14 2 და 14 3 მუხლებით დადგენილი წესით.





