სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 31. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის საშუალებები
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადასაცემად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები (დიპლომატიური, საფოსტო, სპეციალური კავშირების სამსახურები და სხვა) იყენებენ სპეციალურ ფიზიკურ, ტექნიკურ და პროგრამულ საშუალებებს და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვა საშუალებებს. მუხლი 32. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა 1. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საქართველოს ფარგლების გარეთ გასატანად მასალების მომზადებისას სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), ფიზიკური პირი ვალდებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ამ კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს.
