სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 27. ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთი ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა, რომელსაც აქვს პროგრამული და ტექნიკური დაცვის სათანადო საშუალებები.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული ფორმით მოპყრობისათვის შექმნილი კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის გამოყენების ნებართვას გასცემს და მის გამოყენებას ამ ინფორმაციის გაცნობის გარეშე აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
