შიდა უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; გ) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა; დ) უცხო ქვეყნების ორგანიზაციების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა საქმიანობის ნეიტრალიზაცია; ე) ექსტრემისტულ-ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა; თ) მიგრაციული და რეპატრიაციული პროცესების საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამისად მართვა; ი) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; კ) შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
Article 8. შიდა უსაფრთხოება
Consolidation №16 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025






