- ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება და პროგნოზირება, შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია; დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; ვ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; ზ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; თ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; კ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისა და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
Article 9. სოციალურ
Consolidation №16 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025






