1.სახელმწიფო კომისია: ა) პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გამოიტანს დასკვნას; ბ) უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად პირთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე განაწილებას; გ) იხილავს პირის განცხადებასა და საჩივარს; დ) იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ცვლილების საკითხზე; ე) იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, იღებს ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი მინისტრის ბრძანებით.
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ



