Article 105. სამობილიზაციო კომისია
1. პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების შესახებ ან პირისთვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამობილიზაციო კომისია.
2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. სამობილიზაციო კომისია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებისა და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ; ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ; გ) ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
4. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
