Article 109. სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია
Consolidation №111 Verified against the current consolidation · 21 Jul 2017
1. დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1857-სსმI, №10(17), 01.04.1999წ., მუხ.35 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2470-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.411
