არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 48. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა
1. განრიდების ღონისძიების შესრულებას ზედამხედველობს ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დაწესებულების წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანი განრიდების ღონისძიებას განზრახ არ ასრულებს, ამის შესახებ სოციალური მუშაკი აცნობებს პროკურორს, რომელიც, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს განრიდების ხელშეკრულების ვადას.
2. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ განრიდების ღონისძიების შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინება. თავი VII არასრულწლოვნის დაკავება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა #
