არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 60. აღკვეთის ღონისძიებები
Consolidation №28 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო, პატიმრობა.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.
