1.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი − მე -4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები : ა ) განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია ; ბ ) განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის ; გ ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი ; დ ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი .
2.ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა განახორციელოს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია , აგრეთვე უნდა მოიპოვოს კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი , სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი .
3.ანგარიშვალდებულმა პირმა იურიდიული პირის , არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის ( მმართველობის ) სტრუქტურა . 3 1 . ანგარიშვალდებულმა პირმა ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე პირის მიმართ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა მოიპოვოს დოკუმენტი ტრასტის შექმნის შესახებ.
4.ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა დაადგინოს კლიენტის საქმიანობის არსი და მოიპოვოს ინფორმაცია მოსალოდნელი გარიგებების ხასიათის , მოცულობისა და სიხშირის შესახებ .
5.ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ის კლიენტის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციას, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება კლიენტის შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახორციელოს.
6.აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება , ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება , თუ ანგარიშვალდებული პირი ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი − მე -4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვერ ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პრევენციულ ღონისძიებებს . ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს , არსებობს თუ არა ამ კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი .
7.აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. 7 1 . თუ ანგარიშვალდებული პირი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში აღმოაჩენს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის ქონებას, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება. 7 2 . ანგარიშვალდებულმა პირმა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშგებაში უნდა მიუთითოს იმ აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებზედაც შეზღუდვა დააწესა.
8.ამ მუხლის მე -7 პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ კანონის 41- ე მუხლით დადგენილი წესით ყადაღადადებულ შესაბამისი პირის ანგარიშზე ჩარიცხვის ოპერაციის შესრულება მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის , გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის შეყვანამდე დადებული ხელშეკრულების ან წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე .
9.შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე -11 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან / და გამგზავნი / მიმღები პირის ( პირების ) იდენტიფიკაცია . საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ. მუხლი 11. პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები 1. ანგარიშვალდებული პირი ( გარდა ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ბ “ და „ ბ . ვ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა ) ვალდებულია ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას : ა ) საქმიანი ურთიერთობის დამყარება ; ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ-ის დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს; გ ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვა , თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება ; დ ) ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ კანონის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობაში ეჭვის შეტანა .
2.ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები , თუ ნაღდი ფულით შესრულებული გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება .
3.ლატარიის ორგანიზატორი , აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს შემდეგი საფუძვლების არსებობისას : ა ) ფულადი სახსრების მიღება , მოგების ან ფულადი სახსრების გაცემა , თუ გარიგების თანხა / ღირებულება ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა / ჯამური ღირებულება 5 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 5 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება ; ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, საქმიანი ურთიერთობის დამყარება − კლიენტის მოთამაშედ რეგისტრაცია.
4.ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში , ამ მუხლის პირველი − მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის ან ნებისმიერი სხვა დათქმის მიუხედავად , განახორციელოს ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები .
5.სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის ვალდებულება , ამ მუხლის პირველი − მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხობრივი ზღვრის მიუხედავად , განახორციელოს კლიენტის ან / და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია .
6.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ყიდვა-გაყიდვის გარიგების ან ჩუქების გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში.
7.შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე -10 მუხლის მე -9 პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში , თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება .
8.თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ სათანადო ფორმით დოკუმენტირებული ანალიზის საფუძველზე არსებობს ეჭვი, რომ ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესის შემდგომი წარმართვა კლიენტისთვის ცხადყოფს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხორციელდება/განხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინა/წარედგინება ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან ხორციელდება/განხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, ანგარიშვალდებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ამის თაობაზე სამსახურს აცნობოს. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2589 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.






