1.უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
