Article 32. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა განადგურება
1. განადგურებას ექვემდებარება : ა) სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ავადმყოფის მკურნალობისათვის გაცემული და დაბრუნებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი; გ) სამედიცინო, საექსპერტო, სასწავლო და ვეტერინარული საქმიანობისას გამოყენებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნარჩენები; დ ) ვადაგასული ან/და ნებისმიერი ზემოქმედების შედეგად გაუვარგისებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ; ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს ანადგურებს საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანო.
3. სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. უკანონო ბრუნვიდან ან მფლობელობიდან ამოღებული, სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების აღნიშნული მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5622 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. თავი V. შეზღუდვები ნარკომანიით დაავადებულ პირთა მიმართ
