ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ
Article 12. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვა
1. ტუბერკულოზის შემთხვევა გულისხმობს ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევას ან ტუბერკულოზის დადასტურებულ შემთხვევას.
2. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვა არის დიაგნოსტიკური, სამკურნალო (მათ შორის, პალიატიური), ხანგრძლივი მოვლისა და სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთობლიობა.
3. ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მართვისათვის, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები.
4. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვას ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი. ტუბერკულოზის შემთხვევის მართვაში მონაწილეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული.
5. დიაგნოსტიკური, სამკურნალო (მათ შორის, პალიატიური), ხანგრძლივი მოვლისა და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების განხორციელების პროცესში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ
