3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3 1 . ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე: ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით; ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად; გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე; დ) (ამოღებულია); დ 1 ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებზე; [ დ 1 ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებზე; (ამოქმედდეს 2026 წლის 27 ივნისიდან)] ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე; ვ) საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლით „საქონელი და მომსახურება“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მომსახურებისა და საჯარო დაწესებულების სტაჟიორის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე; ზ) (ამოღებულია); თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–147-ე მუხლების შესაბამისად; ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე; ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე; ლ 1 ) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ვებგვერდითა და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე (გარდა ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით); მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (გარდა ტელერადიოპროდუქციის შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისათვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს, აგრეთვე ამ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისა); ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე; ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე; რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე; ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე; („ს“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/655 – ვებგვერდი, 23.04.2019წ. ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; უ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად ერთიანი ლაბორატორიული სისტემისათვის განკუთვნილ იმ საქონლის სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლის ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; უ 1 ) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმებით განხორციელებულ ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვაზე; ფ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვებზე; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სპეციალიზებული დეპოზიტარის (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებულ შემთხვევაში), აქტივების მმართველი კომპანიისა და საქართველოს საპენსიო ფონდის ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; ღ) საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე; ყ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე−30-ე მუხლებით გათვალისწინებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სახელმწიფო შესყიდვაზე; შ) საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებზე; ჩ) შემდეგი იურიდიული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებზე: ჩ.ა) იურისტის/იურიდიული კომპანიის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვა: ჩ.ა.ა) საქართველოში ან უცხო ქვეყანაში საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში, აგრეთვე საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე; ჩ.ა.ბ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში; ჩ.ბ) იურიდიული კონსულტაცია, თუ ის ამ პუნქტის „ჩ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცესისთვის მომზადებას უკავშირდება, ან თუ არსებობს აშკარა ნიშანი და დიდი ალბათობა იმისა, რომ საკითხი, რომელსაც იურიდიული კონსულტაცია ეხება, იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად განხილვის საგანი გახდება; ჩ.გ) დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება და დადასტურება, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია; ჩ.დ) სასამართლოს მიერ ან კანონით დანიშნული წარმომადგენლისა და მეურვის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურება, რომლის მიზანია სასამართლოს ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით სპეციალური ამოცანების შესრულება; ჩ.ე) საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სახის იურიდიული მომსახურება; ც) უცხო ქვეყანაში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე, აგრეთვე უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში, საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში მოწმის, ექსპერტის ან/და თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან (შემდგომ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ამ კანონის 20 6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვებზე; წ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან იმ ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვაზე, რომლის გაწევის უფლებაც სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას კანონით ან კანონის შესაბამისად მიენიჭა; ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე შეფასების მოსაპოვებლად მომსახურების შესყიდვაზე; ხ) საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრებისა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ შესყიდვაზე. 3 2 . „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევა განხორციელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის, 16 1 მუხლის 1 1 , მე-2 და მე-7 პუნქტებისა და IV და V თავების მოქმედება. [ 3 2 . „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორი შეირჩევა ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის წესების საფუძველზე, იმ პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის, 16 1 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა და IV და V თავების მოქმედება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან)] 3 3 . „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესთან (შემდგომ – შერჩევის პროცესი) დაკავშირებული დავა განიხილება ამ კანონის VI თავით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ.152 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ.235 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3353-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.217 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI.№51,29.09.2010წ.,მუხ.332 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5011 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5169 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5454 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6389 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1255 – ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2761 - ვებგვერდი, 18.11.2014წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2960 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 თებერვლის კანონი №3018 - ვებგვერდი, 16.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3133 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4349 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №152 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №1015 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1687 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 თებერვლის კანონი №1967 – ვებგვერდი, 05.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2275 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2759 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3310 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/655 – ვებგვერდი, 23.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5079 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5689 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6356 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3606 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3808 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4241 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4398 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №919 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1450 – ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.