1.ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.
2.უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.
3.თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.






